22.ნოემბერი .2019 13:23

„რეგულაციის მოშვება იძლევა ეფექტს” - ბანკების ასოციაცია გახარიას ინიციატივას აფასებს

views 401
უკან

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის 200 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემცირების შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ პროცესი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი გახდება.

„საქმიანი დილის“ ეთერში ძნელაძემ ბიზნესს სესხების მიმართულებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით იგივე მიდგომა ბიზნესს სესხებზეც უნდა გავრცელდეს.

„რეგულაციის ნებისმიერი მოშვება იძლევა გარკვეულ ეფექტს. დღეის მდგომარეობით, ეს გადაწყვეტილებაც არის წახალისების ნაწილი, რადგან გარკვეულ შეზღუდვებთან ერთად, მნიშვნელოვანია იყოს გარკვეული წახალისებები იმისთვის, რომ ამან ნეგატიურად არ იმოქმედოს ეკონომიკის ზრდაზე.

200 ათასიდან 100 ათას ლარამდე სეხებში სავალუტო შეზღუდვის შემცირება იყო მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ რეფინანსირების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა სავალუტო სესხის გაცემა იმის გამო, რომ მათი საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია და ასევე, მეორე მხარეს გვაქვს სიტუაცია, რომ დღეს ეკონომიკას ესაჭიროება დამატებითი ვალუტა და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი წყარო, თუმცა ამ ზღვრის შემცირება მოითხოვს სხვა გარკვეულ ცვლილებებსაც, რომ ის უფრო ეფექტური იყოს”, - განაცხადა ძნელაძემ და დასძინა, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში არაჰეჯირებულ სავალუტო სესხები და ლარის სესხებზე არის განსხვავებული კოეფიციენტები, უზურნველყოფის მოთხოვნის ნაწილშიც ნაკლებია მოთხოვნილი უზრუნველყოფა, ასევე სესხის მომსახურების კოეფიციენტებშიც მნიშვნელოვანი სხვაობაა.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100 ათასი ლარის ზემოთ სესხებზე მომთხოვნი პირები მეტ-ნაკლებად მაღალშემოსავლიანები არიან და ეს არ არის ის მოწყვლადი სექტორი, რომელთან მიმართებაშიც მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა იყოს რეგულაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს როგორც - იპოთეკურ, ასევე ბიზნესს სესხებზეც. ბიზნესს სესხებიც 100 ათასს ლარიდან 200 ათას ლარამდე არის მჭიდროდ დაკავშირებული ფიზიკურ პირებთან, ამიტომ ეს კოეფიციენტები ამ შემთხვევაშიც მოქმედებს. უფრო მეტი მოტივაცია რომ იყოს სწორად და სწორ ადამიანებზე გაიცეს სავალუტო სესხი, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება აქეთა მხარესაც გარკვეული შერბილებები მოხდეს”, - მიიჩნევს ძნელაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა