მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან არ აღდგება - ეკონომიკის მინისტრი

5ef462bcd89ae
ინგა მურუსიძე
25.06.20 12:38
7292
რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემილოგიურ ვითარებაზე და გააჩნია ქვეყანას, თუ ვისთან უნდა აღდგეს ეს რეგულარული ფრენები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავა ამბობს, რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე გადაიწევს, თუმცა ჩარტერული რეისები  რეგულარულად შესრულდება.

„რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით მოგვიწევს რეგულარული ფრენების გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგურალური ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ ჯანდაცვვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად. ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესში შედის რეგულარული ფრენების აღდგენა, რადგან იცით, რომ ჩვენი სამინისტრო ავანგარდში იყო ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის პროცესით, თუმცა ახლა ისეთი ვითარებაა, როცა უპირატესი არის ეპიდემილოგიური ვითარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადავავადებთ და ალბათ ასეც იქნება, ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას სრული მასშტაბით, მაგრამ ამის მიუხედავად ჩარტერული ფრენები განხორციელდება, თუმცა ძალიან სელექტიურად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.