მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგულარული ფრენების 100%-ით აღდგენის მოლოდინი არ გვაქვს“ - ეკონომიკის მინისტრი

600aa30d69519
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 14:30
613
საქართველოს მთავრობაში არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფრენების 100%-ით აღდგენის მოლოდინი არ აქვთ.

ნათია თურნავამ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ვერ აღდგება რეგულარული ფრენები იმ სიხშირით, როგორითაც ისინი პოსტკოვიდამდე პერიოდში ოპერირებდნენ.

„რეგულარული ფრენა თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ღია ცის შეთანხმებისა და ასევე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, აქედან გამომდინარე სიხშირეებს თვითონ კომპანიები არჩევენ და გვთავაზობენ. არსებობს გარკვეული ტექნიკური შეთანხმების პროცედურა, რომ სხვადასხვა კომპანიის სიხშირე ერთმანეთს არ დაემთხვეს და აეროპორტს შესაძლებლობა ჰქონდეს მოემსახუროს მათ, ამ პროცესში ჩარევა ნაკლები იქნება.

სხვა საკითხია ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფრენები 100%-ით აღდგება, როგორც 2019 წელს იყო. ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეზღუდვები და სხვადასხვა ქვეყანაში მძვინარებს პანდემია. ადამიანები ერიდებიან ფრენებს და მოთხოვნა საჰაერო გადაყვანაზე შემცირებულია და კომპანიები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ ამ საკითხს.

რაც შეეხება არსებულ შეზღუდვას, რაც გულისმოხბდა ავიაკომპანიების რეგულარული ფრენების აკრძალვასა და ბილეთების გაყიდვის აკრძალვას. ეს შეზღუდვა უქმდება და ჩვეულებრივი რეჟიმი შემოდის“, - განაცხადა მინისტრმა.