მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტოს GMP ინსპექტორებს დანიური კომპანია ამზადებს

620220100a6d0
BM.GE
08.02.22 22:17
512
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე წამლის პოლიტიკის და ფარმაცევტული პრაქტიკის დარგში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობითი ცენტრის, „ფარმაკონის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგების შესახებ ისაუბრეს. „ფარმაკონის“ ექსპერტების მიერ შემუშავებულია 3-მოდულიანი კურსი, რომელიც GMP/GDP-ის ინსპექტორებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი მოდული იანვარში, დისტანციურად მიმდინარეობდა. ხვალიდან კი ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაიწყება, რისთვისაც „ფარმაკონის“ ექსპერტები საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ.

დანიელ ექსპერტებთან შეხვედრას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, შესაბამისი დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა. GMP/GDP სტანდარტები უზრუნველყოფს ქვეყანაში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას.