მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიურ გაყინულ ქათამში ჩინეთმა კორონავირუსი აღმოაჩინა – Reuters

5f35574a70594
ნათია თაქთაქიშვილი
13.08.20 23:40
1323
ჩინეთის ორი ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბრაზილიურ გაყინულ ქათმის ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სენძენის და ჟიანის დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრებმა ქათმის ფრთიდან ნიმუშები აიღეს, გაყინულ პროდუქციაში კორონავირუსის არსებობა დადასტურდა.

ჩინეთმა პორტებში იმპორტირებული პროდუქციის სკრინინგი დაიწყო, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის ხელახალი გავრცელება.

როგორც გამოცემა წერს, სენძენის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ყველა ის პირი გამოიკვლიეს, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის საელჩოს ჩინეთში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.