03.აგვისტო .2020 20:00

„რეკან გრუპ ჯორჯია“ საქართველოს საინვესტიციო გარემოს აფასებს - რა გამოწვევებს ხედავენ ინვესტორები

views 494
უკან

„რეკან გრუპ ჯორჯიაში“, რომელიც 2020 წლის პირველ კვარტალში FDI-ში TOP უცხოურ კომპანიებს შორის მოხვდა და რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე არაბული ინვესტიციით 50 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, იმ მიზეზებზე საუბრობენ, თუ რატომ დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტირებით და რა გამოწვევებს აწყდებიან უცხოელი ინვესტორები ბაზარზე შემოსვლისას.

როგორც „რეკან გრუპ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა დაშთი მოჰამმედ ს შუქრი შუქრიმ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, რაც ინვესტორების ყურადღებას იპყრობს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს კარგი საინვესტიციო გარემო, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას აქვს კარგი სტრატეგიული ადგილმდებარეობა, საინვესტიციო კანონმდებლობა და კარგი ურთიერთობა თითქმის ყველა ქვეყანასთან.

ამ ეტაპზე საქართველოს ზღვისპირეთში მხოლოდ ერთ პროექტს ვახორციელებთ, რომელსაც ''ბათუმი ვიუ''- ს მრავალფუნქიონალური კომპლექსის მშენებლობა წარმოადგენს, თუმცა საქართველოს უძრავი ქონების და ტურიზმის ბარაზრზე სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ ამ კონკრეტულ პროექტში 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას და შესაძლებელია უფრო მეტის განხორციელებას ვგეგმავთ. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარება იქნება ბაზარზე“, - აღნიშნავს დაშთი მოჰამმედ ს შუქრი შუქრი.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ბაზარზე შემდეგ გამოწვევებს ასახელებს: 

„ ბევრი გამოწვევა არსებობს:

• ინვესტორის დასახმარებლად არ არსებობს კარგი საბანკო და საგადასახადო საშუალებები;
• ძალიან ბევრი სტანდარტის დაცვაა აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებისთვის;
• არსებობს რიგი დაბრკოლებები, რომელსაც უცხოელი ინვესტორი აწყდება დროებითი ბინადრობის მიღებისას”, - აცხადებს „რეკან გრუპ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა