მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკორდი: 1 კილო ყავა 10 000 დოლარად გაიყიდა

5d809200271d3
მიხეილ ხაჩიძე
17.09.19 20:00
1237

ამ გარიგებით მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა. პანამის ყავის მეურნეობამ Ninety Plus- მა  ყავის ბრენდის Gesha-ს (Geisha) პროტოტიპი დუბაიში, რეკორდულ ფასად კილო $ 10,000-ად გაყიდა. ამით კომპანიამ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2017 წელს დაამყარა, მაშინ მათი ყავა კილოგრამი $ 5,001-ად გაიყიდა.



აღსანიშნავია, რომ Ninety Plus-ის ყავის სახეობებმა  Brewers Cup- ის მსოფლიოს ხუთი ჩემპიონატი მოიგეს. კომპანია 2006 წელს ჯოზებ ბროდსკიმ დააფუძნა. ის საცხოვრებლად ეთიოპიაში გადავიდა და ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად ახალი ტექნიკა შეიმუშავა.


კომპანიის ყავამ მსოფლიო ბაზარზე სწრაფად მიაღწია წარმატებას. Gesha-ს სახეობის ერთი ჭიქა ყავის ფასი დუბაის გამოფენაზე 250 ამერიკული დოლარი იყო.