03.სექტემბერი .2019 12:41

“რეკორდი რეკორდზე...ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს"

views 3794
უკან

“ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჩუგოშვილი წერს, რომ ქართულ პორტებში ტვირთების გადამუშავება იზრდება და რეკორდებს ამყარებს. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თუ საშუალო ზრდის ტემპი შენარჩუნდება, წელს 623,183 TEU-ს უნდა ველოდოთ.

“ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს”,- წერს ჩუგოშვილი.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

“რეკორდი რეკორდზე...

ფოთის პორტმა აგვისტოში 48,802 TEU გადაამუშავა, რაც 2018 წელთან შედარებით +60.3%-თ მეტია...

ეს ფოთის პორტის ისტორიული მაქსიმუმია...

აგვისტოში ზრდა აქვს ბათუმის პორტსაც... +29.2%... მათ 10,230 TEU გადაამუშავეს...

ეს ბათუმის პორტის ისტორიული მაქსიმუმია...

აგვისტოში ჯამში ორივე პორტმა 59,032 TEU გადაამუშავა, ზრდა +53.9%...

ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია...

2019 წლის 8 თვეში ორივე პორტმა 399,791 TEU გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებთ +37.3% ზრდაა...

ესეც ისტორიული მაქსიმუმია...

აქამდე 8 თვის რეკორდი 308,210 TEU იყო 2014 წელს...

თუ საშუალო ზრდის ტემპი შენარჩუნდება, წელს 623,183 TEU-ს უნდა ველოდოთ...

ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს…”,- ნათქვამია პოსტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა