12.აგვისტო .2020 14:03

rent.myhome.ge - დაჯავშნე ონლაინ და დაიბრუნე გადახდილი თანხის 20%

views 336
უკან

უძრავი ქონების #1 პლატფორმამ საქართველოში, Myhome-მა, ახალი ვებგვერდი შექმნა. rent.myhome.ge  - ეს არის ახალი შესაძლებლობა მარტივად დაგეგმო დასვენება საქართველოში. აქ მარტივად მოიძიებ, დაჯავშნი შენთვის საინტერესო უძრავ ქონებას, მიიღებ ამომწურავ ინფორმაციას შენთვის საინტერესო ლოკაციების შესახებ და ვებგვერდიდან გაუსვლელად სრულყოფილად დაგეგმავ ვიზიტს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვებგვერდის rent.myhome.ge-ის მეშვეობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - ქალაქში, მთაში თუ ზღვაზე იქირავებ საშენო ქონებას. მნიშვნელობა არ აქვს რას ეძებ - ბინას, კოტეჯს, სახლს თუ სხვა ტიპის უძრავ ქონებას. აქ გათვალისწინებულია უძრავი ქონების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და მორგებულია ადგილობრივ მოთხოვნილებებს. ხოლო, მოქნილი ფუნცქიონალის მეშვეობით შეგიძლია შენს საჭიროებებზე მორგებული სერვისებით სარგებლობა და ამომწურავი ინფორმაციის მიღება შენთვის საინტერესო ლოკაციის შესახებ, რისი მეშვეობითაც სრულყოფილად დაგეგმავ დასვენებას. ვიდეოკონტენტის და სხვა საშუალებების დახმარებით კი მიიღებ ინფორმაციას უძრავი ქონების სიახლოვეს დასვენებისა და გართობის სერვისების შესახებ. ასევე, პლატფორმა გაძლევს შესაძლებლობას აირჩიო ონლაინ ან ადგილზე გადახდა.

გარდა ამისა, VISA ბარათით გადახდისას შეგიძლია დაიბრუნო გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით.

პროექტი ხორციელდება Myhome-ისა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობივ ბიზნესებს, მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.

მომავალში, rent.myhome.ge განვითარებასთან ერთად, გეგმავს ახალი იმგვარი შესაძლებლობების ინტეგრაციას პლატფორმაში, რომელიც როგორც ტურისტს, ასევე მასპინძელს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მარტივად იპოვონ ერთმანეთი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღონ სრულყოფილი სერვისი. ასევე პლატფორმიდანვე დაჯავშნონ სხვადასხვა აქტივობები, ტურები თუ საინტერესო გამოცდილებები.

(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა