მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესპირატორი": პირბადეების წარმოებაზე ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა

5e985bbfb499e
BM.GE
16.04.20 17:16
7493
დღეში ერთ ხაზს შეეძლება აწარმოოს 110 000 პირბადე. 20 აპრილს ველოდებით მეორე ხაზს, შესაბამისად, რაოდენობა გაორმაგდება და იქნება დაახლოებით, 220 000-250 000 პირბადე დღე-ღამეში. იმუშავებენ სამ ცვლაში, 24-საათიან რეჟიმში. რაც შეეხება პირბადეს, ეს არის ყველა სტანდარტის დაცვით, სამშრიანი პირბადე. ყველაზე მთავარია ის, რომ ამ პირბადეში არის ფილტრატორი, შრე, რომელსაც ჰქვია melt blown და ამ მასალის დღეს ბაზარზე მოძებნა მსოფლიოში ძალიან რთულია, რადგან ყველა ქვეყანას საზღვრები აქვს ჩაკეტილი აღნიშნული ნედლეულის გარეთ გატანისთვის. ჩვენ ეს შევძელით ჩვენს ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და დღეს გვაქვს გარკვეული მარაგი, რომ დავიწყოთ წარმოება,- ამის შესახებ ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანია შპს "რესპირატორის" დირექტორმა სერგო გალუსტიანმა განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სერგო გალუსტიანის თქმით, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
„ეს პირბადე არის ყოველგვარი CE სერთიფიკატის და ევროსერთიფიკატით დაცული. აღნიშნული ბირბადის შესაქმნელად გამოიყენება ხუთი ინგრედიენტი და სამზე გავლილია სერთიფიცირება აშშ-ში. შესაბამისად, ის ნედლეული, რომელიც გამოიყენება ჩვენს პირბადეში, არის თანხვედრაში იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებითაც უნდა დამზადდეს პირბადე. ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, რომ პირბადეების მიწოდება-რეალიზაცია შეგვიძლია ქართულ ბაზარზე,”- განაცხადა შპს „რესპირატორის“ დირექტორმა.

კომპანია „რესპირატორი“ დააარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.