მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რესპირატორმა” 4 თვეში 12 მლნ ქართული პირბადე აწარმოა - ვინ არიან მთავარი დამკვეთები

5f4398c497b4b
ინგა მურუსიძე
24.08.20 18:52
2183
მიმდინარე წლის აპრილში, პანდემიის პერიოდში დაარსებული საწარმო „რესპირატორი“ საქმიანობას აქტიურად აგრძელებს და როგორც მისი დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი bm.ge-ისთან ამბობს, უკვე 12 მილიონზე მეტი პირბადე აწარმოეს.

ადგილობრივი წარმოების პირველი 4 მლნ სამედიცინო პირბადე “რესპირატორისგან” ფონდმა „ქართუმ“ იყიდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ამჟამად კი, როგორც გალუსტიანი ყვება, “რესპირატორისგან” პირბადეებს არაერთი კომპანია ყიდულობს. გასაყიდი ფასი 20 თეთრია.

"ჩვენი მომხმარებელია საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი, მათ შორის “საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი”, ასევე, აფთიაქებში შეგვაქვს პირბადეები, მაგალითად „ავერსში“, PSP-ში, გვყავს დისტრიბუტორები, რომლებსაც მიაქვთ ჩვენგან პირბადეები, შემდეგ სად ყიდიან, არ ვიცი. პირბადეებს 20 თეთრად ვყიდით. უკვე 12 მლნ პირბადე ვაწარმოეთ“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, ამჟამად „რესპირატორს“ ორი საწარმოო ხაზი აქვს და მესამეს ელოდებიან, რაც, შესაბამისად, როგორც წარმოების, ისე დასაქმებულების რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

არქივი: "ოცნების" 100,000-ლარიანი შემომწირველი - ვისია კომპანია, რომელც პირბადეების წარმოებას იწყებს?