საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან გაუქმდა, თუმცა შიდა სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულოა. ამის შემდეგ სამთავრობო გუნდის წევრების მხრიდან პანდემიის დასასრულზე საუბარი სულ უფრო გახშირდა, რასაც თავის მხრივ კორონავირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემცირებული მონაცემებიც ამყარებს. თუმცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგები, მსოფლიოს ეპიდემიოლოგების მსგავსად თვლიან, რომ პანდემიის დასრულებისგან სამყარო ჯერ კიდევ შორს არის და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.
როგორია დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი და რა დატვირთვით მუშაობს პანდემიის პერიოდში ამოქმედებული სამედიცინო პირბადეების ერთ-ერთი პირველი საწარმო - ამ კითხვებით BM.GE-მ კომპანია „რესპირატორის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს სერგო გალუსტიანს მიმართა. მისი შეფასებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარე სივრცეში პირბადეების გამოყენების ვალდებულების მოხსნის შემდეგ, პირბადეების მოხმარება 50%-ით შემცირებული.
„პირბადის ტარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ განახევრებულია. ზოგადად „რესპირატორი“ წარმოების ამოქმედების შემდეგ თვიურად 15 მლნ პირბადეს აწარმოებდა და მისი რეალიზება სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდებოდა. დღეს კი მოთხოვნა პირბადეზე 50%-ით შემცირდა და შესაბამისად წარმოებაც შევამცირეთ, თუმცა ოპერირებას ვაგრძელებთ. ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესების მიუხედავად, პირბადის ფასი არ გაგვიზრდია, რადგან ნედლეულის მარაგები გვაქვს. შესაბამისად, დღეს დახლზე „რესპირატორის“ წარმოებული პირბადის ღირებულება 9-20 თეთრია“, - განაცხადა სერგო გალუსტიანმა.
მეწარმის შეფასებით, გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად პირბადის გამოყენების გარკვეული მაჩვენებელი მაინც შენარჩუნდება. „დაახლოებით 2 კვირაში უკეთ დავინახავთ, რა გავლენას მოახდენს პირბადის მოხმარების კლება ჩვენს წარმოებაზე. იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება და პირბადის გამოყენება მკვეთრად დაიკლებს, ჩვენს ძველ ბიზნესსაქმიანობას კიდევ უფრო მეტი ძალით შევუდგებით, სარეკლამო ბაზარზე გააქტიურებას ვგულისხმობ“, - ამბობს „რესპირატორის“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის: „რესპირატორმა“ სამედიცინო პირბადეების წარმოება 2020 წლის აპრილში დაიწყო და საწარმოო ხაზის გამართვისთვის 1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. დღეს კომპანია 55 ადამიანს ასაქმებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ