მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპოდენტების 46% აცხადებს, რომ covid-19-ის ვაქცინა რომც იყოს, არ აიცრებოდა - NDI

5f1ff00d9c683
ინგა მურუსიძე
28.07.20 13:39
1136
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, არ აიცრებოდა.

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები - გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ აიცრებოდა, ხოლო 15% ამბობს, რომ არ აქვს პასუხი. 

რაც შეეხება მათ, ვინც ამბობს, რომ აცრას არ გაიკეთებდა, კითხვაზე -  რატომ არიან ვაქცინის წინააღმდეგები, პასუხობენ, რომ: „ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე“, „თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება“, „აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს“, მოვიცდი და დავაკვირდები, ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს“.

გარდა ამისა, მოსახლეობის 80% კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება.

ცნობისთვის: კვლევის საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა. ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე შედგა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და მასში, 1,550 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.