მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპოდენტთა 53% პირველ ადგილას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს - IRI

5dd2f1b986531
BM.GE
18.11.19 23:27
857
IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 53% პირველ ადგილას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 18% ცხოვრების ხარჯებს და მაღალ ფასებს, ხოლო 6% სიღარიბეს. რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს, გამოკითხულთა 3% პირველ ადგილზე აყენებს მას, როგორც მთავარ პრობლემას. პენსიებს, ჯანდაცვას და განათლებას კი 2-2%. ამასთან, 1-1% პირველ ადგილზე ასახელებს ქვეყნის მთავარ პრობლემად ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის არაკომპეტენტურობა, დანაშაული, შიდა კონფლიქტები, კორუფცია, ინფლაცია და სოფლის მეურნეობა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით, 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა.