14.აპრილი .2020 13:37

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი სასულიერო პირის ახლობელს დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი სასულიერო პირის ახლობელს დაუდასტურდა
views 900
უკან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებულთა შორის თბილისის მედიცინის ცენტრის მედიკოსები არიან, - ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

„გუშინ ტესტირების შედეგად ჩვენს მიერ გამოვლინდა 9 პაციენტი, რომლებსაც ინფექცია დაუდასტურდათ და ყველა მათგანი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მანამდე სამი პაციენტი იწვა. მათგან ერთი გადავიყვანეთ ბოჭორიშვილის კლინიკაში, ვინაიდან მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ სწორედ იქ. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ეპიდანამნეზი ცნობილია და ეს კარგია. ისინი სხვადასხვა კლასტერებს მიეკუთვნებიან“, - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფო 11 პაციენტს მკურნალობს, მათი ნაწილი კარანტინიდან არის გადაყვანილი, ხოლო ასევე არიან თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებისა და მედდების ნაწილი, რომლებსაც გუშინ ტესტები ჩაუტარდათ.

რაც შეეხება სასულიერო პირს, ლევან გოფოძე ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირის ნათესავს, რომელიც გადაიყვანეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, ვინაიდან მისი ნათესავები იქ მკურნალობდნენ.