მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 8 მლნ დაიხარჯა

600e95f08c96d
თელარა გელანტია
25.01.21 13:54
1403
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს. როგორც პრემიერის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.

შეგახსენებთ: სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივით შეიქმნა. პირველ ეტაპზე ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდა. ჰოლდინგის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეა. 

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ აჩვენა ქვეყანაში დამატებითი რეანიმაციული საწოლების მობილიზების მნიშვნელობა და მოკლე ვადაში განხორციელდა პროექტი, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შესაძლო დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას.

ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის თანამედროვე რეაბილიტირებული კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს. ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.

გარდა ამისა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დამატებით სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა, რაც პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.