მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების საგანგებო მიღება გაიმართება - ეკატერინე ტიკარაძე

5e748248924a2
ინგა მურუსიძე
20.03.20 12:32
679
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების საგანგებო მიღება გაიმართება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მან ყველა მოქალაქეს მოუწოდა, თუკი ექიმთან მისვლა სურთ, მივიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში.

„ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, ჩვენს საავადმყოფოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი. ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ვისაც გააჩნია საჭიროება ექიმთან მისვლის, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც მოხდება პაციენტების შემოწმება და შემდეგ მათი გადამისამართება თვითიზოლაციაში, საკარატინო ზონაში, ინფექციურ საავადმყოფოში, თუ ოჯახის ექიმთან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.