05.აპრილი .2020 14:08

რესპუბლიკური საავადმყოფო: 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

views 2445
უკან

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის ინფორმაციით, მათთან 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს აქვს დადასტურებული.

„კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტის მდგომარეობა დადებითია და საყურადღებო. ის შუახნის ქალბატონია, 50 წლამდე ასაკის და უკვე დადასტურებულ კლასტერს მიეკუთვნება. მას თანდართული დაავადებები არ აღენიშნება“, - აცხადებს თავართქილაძე.

თავართქილაძის თქმით, კოვიდით ინფიცირების ნიშნებით 6 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ ბლოკში და მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ამასთან, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირება დღეს 16 პაციენტს ჩაუტარდება და მათი მონაცემები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა