მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

633ae659d62c0
ინგა მურუსიძე
03.10.22 17:42
1802

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას ამჟამად კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს.

რაც შეეხება ლიანა ჭუმბურიძეს, bm.ge-ს ინფორმაციით, ის ჯანდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს. ინფორმაციის გადამოწმებას უწყებაში ამ დრომდე ვცდილობთ და მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.

შეგახსენებთ: ლიანა ჭუმბურიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის პოსტზე ლევან გოფოძე მაისში შეცვალა.