მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

642d645acf7c1
თინათინ ნატმელაძე
05.04.23 16:15
392
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც ის მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, პროკურატურა წლების წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული რემონტის დროს შესაძლო დარღვევებით დაინტერესდა.

„მოგეხსენებათ, რომ კოვიდ პანდემიის დროს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს დიდი შენობის ნახევარი გარემონტდა იმ მიზნით, რომ პაციენტები რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო.

სწორედ ამ რემონტთან დაკავშირებით ჰქონდა პროკურატურას კითხვები, რომელიც იმ ხელშეკრულებებს შეეხებოდა, რაც რემონტში მონაწილე პირებთან გაფორმდა - რა პრინციპით მოხდა მათი შერჩევა და ა.შ.

მე რესპუბლიკური საავადმყოფოს გულშემატკივარი ვარ და მინდა, რომ ამ საავადმყოფოს მისამართით აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კლინიკაში აღნიშნული რემონტი 2 წლის წინ, 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ და სამინისტროს მიერ დაანონსებულ კლინიკის ნგრევას აპროტესტებენ.