მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურის საკარანტინე ზონიდან მოქალაქეების გაწერა დღეიდან იგეგმება

5e6b502432fd9
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.20 13:27
1027
რამდენიმე მოქალაქეს საკარანტინო ვადა გაუვიდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 40 მოქალაქე იმყოფება.

„ამ დროისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინე ზონაში იმყოფება 40 მოქალაქე, ყველა მათგანის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, რაიმე განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

რამდენიმე ჩვენს მოქალაქეს საკარანტინო ვადა გაუვიდა და ვფიქრობთ რომ დღეს, ხვალ და ზეგ დაახლოებით 5-მდე ადამიანს გავუშვებთ ბინაზე, რათა გააგრძელონ თავის მოვლა, მაგრამ მაინც რადგანაც ბოლომდე ვერ შევისწავლეთ COVID-19-ის ბუნება, ვურჩევთ მოერიდონ საზოგადოებრივ კონტაქტებს“, - განაცხადა გოფოძემ.