მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიანი წახალისების ინიციატივით გამოდის

61e674e00f954
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.22 12:00
26366
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ბუსტერ-დოზებთან მიმართებით ფინანსური წახალისების მექანიზმის ამოქმედების ინიციატივა გააჟღერა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც BM.GE-მ მას ბუსტერ-დოზების გააქტიურებისთვის 200-ლარიანი წახალისების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობაზე დაუსვა კითხვა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ფულადი წახალისება საკმაოდ ქმედითი აღმოჩნდა, ამიტომ მისი ინიციატივით ბუსტერ-დოზებთან მიმართებით წახალისების დანიშვნა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით უნდა მოხდეს.

„200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ იმუშავა, რაც ნოემბრის ბოლოს დაწესდა. 60 წელს ზემოთ დამატებით 125 000 მოქალაქე აიცრა. ასევე მუშაობს 1 იანვრის შემდეგ ამოქმედებული 50 წელს ზემოთ წახალისების მექანიზმი და აქტივობა დეკემბერთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. 

გიდასტურებთ, რომ ვემხრობი და დღეს ფინანსთა მინისტრთან დავაყენე ეს საკითხით, რომ თუ შესაძლებელია ფულადი წახალისება იყოს ბუსტერ-დოზებთან მიმართებით თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს "ომიკრონის" ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება თქვენზე (ახალგაზრდებზე) - ვერ, თუმცა ჩემი ასაკის ადამიანებისთვის იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და იქვე დასძინა, რომ მას ბუსტერ-დოზა უკვე გაკეთებული აქვს და თავის ასაკობრივ კატეგორიას გულისხმობდა.