რესტორატორებს თანამშრომელთა ხელფასები ყველაზე მეტად ადარდებთ, - ამის შესახებ რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.
შეფ-მზარეული და რესტორატორი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რესტორნების 80% ვერ გაიხსნება, თუმცა მათთვის დღეს არსებული პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამომავლო პროგნოზები. მისივე თქმით, სექტორმა შეზღუდვების დაწესების შესახებ 1.5 დღით ადრე გაიგო და ამიტომ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
„ვფიქრობ იმაზე - რა მოხდება ხვალ. ვინ გადაიხდის იმ ხელფასებს, რომელიც ჩვენმა თანამშრომლებმა ორ კვირაში უნდა აიღონ. ჩვენ არ ვიცოდით რომ ვიკეტებოდით, რომ გვცოდნოდა კიდეც, ამ სიტუაციაში ამ ბიზნესს იმის კაპიტალი არ აქვს, რომ რამდენიმე თვე თავი ირჩინოს, მაგრამ რადგან 1.5 დღით ადრე გავიგეთ, რომ ვიკეტებოდით, აბსოლუტურად მოუმზადებლები შევხვდით ამას, იმიტომ რომ თვეების მანძილზე გვესმოდა ბიზნესი არ დაიკეტება და ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებდა. ახლა თანამშრომლები უსახსროდ რჩებიან. 200 ლარით, რომელიც იანვრიდან უნდა ჩაირიცხოს, ადამიანი ვერ იარსებებს, ამიტომ პირველი მოთხოვნა არის თანამშრომლების ხელფასების სუბსიდირება. ეს საკითხი როგორღაც უნდა მოგვარდეს. შემდეგ კი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული არის საბანკო სესხები, რომლის მიზნობრიობა სარესტორნო სფერო იყო. დაანონსდა რომ მიდის ამ საკითხზე მოლაპარაკებები, თუმცა მე ჩემმა ბანკირმა გუშინ მითხრა, რომ საერთოდ არაფერი იცის ამ საკითხზე“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.
„საქმის კურსის“ წამყვანის კითხვაზე - აქვს თუ არა სახელმწიფოს იმის რესურსი რომ სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები დაასუბსიდიროს და რამდენად სამართლიანი იქნება ეს სხვა სექტორებთან მიმართებაში, რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელმა უპასუხა:
„მაშინ გაიცეს სარესტორნე ბიზნესზე დაბალპროცენტიანი სესხები, რითიც შევძლებთ ჩვენი თანამშრომლების ხელფასების დაფარვას და ამ ორი თვის გადაგორებას. თუ სახელმწიფოს არაფერი შეუძლია მე რატომ ვიხდი პატიოსნად დღგ-ს. ვის უნდა მივმართოთ თუ არა სახელმწიფოს“, - განაცხადა რესტორატორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა