მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორი პრემიერის მუქარაზე: „ეს ჟესტია...გვითხრა, რომ ძლიერია, კუნთები აქვს და ჩვენ უნდა შეგვეშინდეს"

601bd5dfb8ad1
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 15:20
977
„წესების დარღვევა ორგანიზაციის მხრიდან, დაისჯება უმკაცრესად. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ იმ დახმარებას და სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ, ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით“, - ასე დაემუქრა დღეს შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსების შემდეგ პრემიერ მინისტრი ბიზნესებს, რომლებიც მთავრობის მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან. გახარიას არ უსაუბრია კონკრეტულად, ვის გულისხმობდა, თუმცა, სავარუდოდ, მისი მიმართვა ეხებოდა 200-მდე რესტორანს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ 6 თებერვალს დაუმორჩილებლობას და თვითნებურად გახსნას გეგმავდნენ, რამდენადაც მთავრობა მათ მუშაობის უფლებას ამ დრომდე არ აძლევდა. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს ნონსენსია.

"კანონმდებლობაში არ წერია, რომ ის პირები, რომლებიც აპროტესტებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მათ ჩვენ სუბსიდირებას არ გავუკეთებთ. ეს ნონსენსია. ჩემთვის ეს რელევანტური საერთოდ არ არის და ყურადღებას არ ვაქცევ.

სუბსიდირების პროგრამაში განსაზღვრულია მოთხოვნები რომელიც უნდა შესრულდეს, იქ არ წერია რომ თუ გაშლი კარავს სახელმწიფო სტრუქტურების წინ, არ მიიღებ დახმარებას... ეს უბრალოდ ჟესტია რომ ძლიერი ვარ - კუნთები მაქვს და შეგეშინდეთ",- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.