მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორთა ასოციაცია - რესტორნების ნაწილი დაიხურება

5f88672cc1fcf
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.20 19:44
2403
ეს არის ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება - ასე აფასებს მთავრობის მიერ სარესტორნო ბიზნესისთვის დადგენილ შეზღუდვებს რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას რეგულაციების პარალელურად სექტორისთვის ალტერნატიული გეგმა უნდა შეეთავაზებინა, რაც ბიზნესოპერატორებს შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილების შედეგად რესტორნების ნაწილი დაიხურება, რადგან ისინი საბანკო და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ.

„ეს არის ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება სფეროსთვის, ამასთან თბილისში საქართველოს მასშტაბით რესტორნების საერთო რაოდენობის დიდი ნაწილია თავმოყრილი და როდესაც ამ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობას იღებ, სახელმწიფომ აუცილებელია ასევე შესთავაზო სექტორს ალტერნატიული გეგმა - რა შესაძლებლობას აძლევ ამ გადაწყვეტილებით ოპერატორებს. რა არის ის, რითიც კომპენსირდება გადაწყვეტილებით შექმნილი პრობლემები, ეს აკლია ამ გადაწყვეტილებას.

გასაგებია, რომ სახელმწიფო ზრუნავს მთლიანად საზოგადოებაზე, მაგრამ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე რა პასუხისმგებლობას ღებულობენ?

სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა აქვს აღებული მაგ საკითხში, ზოგიერთ ქვეყანაში საბანკო კუთხით იყო დახმარებები, ზოგიერთ ქვეყანაში საგადასახადო წნეხის შემცირებაზე და ა.შ. ასეთი დახმარებები აუცილებელია, იმიტომ, რომ გარდა მატერიალურ მხარდაჭერისა ადამიანებს მორალურად გვერდში დგომაც იგრძნონ.

ამის გარეშე ის გამართლება, რომ ამ გადაწყვეტილებით მე შენზე ვზრუნავ, ნიშნავს იმას, რომ არ მოკვდები კოვიდით, თუმცა შესაძლოა შიმშილით დაიღუპო“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

მისივე შეფასებით, რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვა არაპროფესიონალების მიერაა მიღებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კოვიდთან ბრძოლის სფეროში პროფესიონალი ადამიანების გადაწყვეტილებით, რომელსაც არ ახლავს რესტორნის სფეროსთან შეხება. დღეისთვის დაკეტილია კლუბები და გასართობი ცენტრები, ამ შემთხვევაში სექტორში მოღვაწე ოპერატორების დეფინიცირებაა მომხდარა. ამ გადაწყვეტილებებისას აუცილებლად უნდა მომხდარიყო სექტორთა კომუნიკაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ სექტორთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას არაკომპეტენტური ხალხი ღებულობს, რადგან მათ არ იციან შიდა პროცესები, რას ნიშნავს რესტრნები, კაფე-ბარები, რას ნიშნავს ბუტიკ-რესტორანი და ა.შ.“, - ამბობს BM.GE-სთან საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.