მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორთა ასოციაცია: რეგიონებში ბიზნესის განვითარების დონე დაბალზე დაბალია

5e05c1cc0f013
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.19 16:00
1688
რეგიონებში ბიზნესის განვითარების დონე დაბალზე დაბალია, - ამის შესახებ BM.GE-ის რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შეფასებით, ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანიების განვითარებაში დიდი სხვაობაა თბილისსა და რეგიონებს შორის, თუმცა სერვისზე მოთხოვნა მთელი საქართველოს მასშტაბით გაზრდილია.

„თბილისსა და ბათუმში მაღალი კლასის ბრენდები იხსნება. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად არის მოთხოვნილება. დღეს, თბილისის და დანარჩენი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. დღეს თბილისის ეკონომიკა მთელ საქართველოში რომ გვქონდეს, ჩეხეთზე ნაკლები ქვეყანა არ ვიქნებოდით; ყველაფერი რაც კი ტრიალებს, ორ ქალაქშია, ეს არის თბილისი და ბათუმი. შემდეგ მოდის ზუგდიდი და მერე სხვა ქალაქები. რეალურად ეკონომიკის შიდა პროდუქტის შესაძლებლობა, რაც თბილისს აქვს, ეს არის მთლიანი საქართველოს 80%. შესაბამისად, რეგიონებში ბიზნესის განვითარების დონე დაბალზე დაბალია“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

BM.GE-ის კითხვაზე, ხომ არ არის ეს ინფრასტრუქტურული პრობლემების ბრალი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ნაწილობრივ ეს ფაქტორიც მოქმედებს. "თუმცა, ჩვენ რომ ვისაუბროთ პრობლემებზე და ვიფიქროთ, რომ ვიღაც ამაში დაგვეხმარება, ამით საქმეს ვერ გავაკეთებთ“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.