03.მაისი.2016 17:46
EU Georgia, საზოგადოება

რესტორატორთა ასოციაცია: ხმაურის შესახებ კანონის მიღება შეჩერდა

რესტორატორთა ასოციაცია: ხმაურის შესახებ კანონის მიღება შეჩერდა
კანონი, რომელიც დღის და ღამის საათებში ხმაურის დონეს დაარეგულირებს, პროექტის მიხედვით, ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა შევიდეს, თუმცა როგორც რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, სარესტორნო ბიზნესის მყარი პოზიციის გამო კანონპროექტის განხილვები დროებით შეჩერდა.
 
ასოციაციის გამგეობის წევრის შოთა ბურჯანაძის თქმით, კანონპროექტი, რომლის ავტორი საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოიწონა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო. მათი ინფორმაციით, კანონის მიღება სავარაუდოდ აღარ მოხდება. ამ ეტაპზე საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს ბიზნესომბუცმენთან, მერიასა და საკრებულოსთან. 

რესტორატორები ამბობენ, რომ დოკუმენტის დღეს არსებული ფორმით მიღება მათ ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მათთვის მიუღებელია როგორც ხმაურის დასაშვები ნორმის, ისე სანქციების მოცულობა.

თუ კანონი ძალაში შევა, დღის განმავლობაში ხმაურის დასაშვები ზღვარი 40 დეციბელი, ღამის საათებში კი 30 დეციბელი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, დღის და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკური პირები 150 და 300 ლარით, იურიდიული პირები და დაწესებულებები კი 500 და 1000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებითი ქმედება კი ჯარიმების გაორმაგებას გამოიწვევს. ხმაურს ქვეყანაში ხმაურმზომი მოწყობილობით აღჭურვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ.

 
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

15.აპრილი.2019 13:23
181

ევროკავშირის ელჩი: საქართველო, როგორც ბრენდი, ევროკავშირში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს

ვრცლად
11.აპრილი.2019 18:13
172

გიორგი ქობულია: ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება

ვრცლად
10.აპრილი.2019 19:51
173

"ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა"

ვრცლად
08.აპრილი.2019 18:05
266

რა არის მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის? - ევროკავშირის ელჩის მოსაზრება

ვრცლად
07.აპრილი.2019 20:03
390

ევროკავშირის TOP-5 ქვეყანა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი FDI შემოვიდა

ვრცლად
29.მარტი.2019 09:40
384

კორპორატიული სესხი ევროში მოთხოვნადი პროდუქტი ხდება

ვრცლად