საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს შეზღუდვებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რესტორნებსა და კვების ობიექტებსაც შეეხო სარესტორნო სექტორიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.
გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი, ასოციაციაში შემავალ რამდენიმე რესტორანს ასახელებს და ამბობს, რომ მათ გასული 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების სახით 12.1 მლნ ლარი შეიტანეს.
„პრემიერის განცხადების შემდეგ გვაინტერესებს, რა სახის შეღავათებს და კომპენსაციას გაუწევს სახელმწიფო სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. კვების დაწესებულები, რომელთაც მოუწევთ ონლაინ სერვისზე გადასვლა, ვერ შეძლებენ 20%-ზე მეტი კადრების შენარჩუნებას. ლეგიტიმური კითხვა: თუ გვკეტავთ, რითი გვეხმარებით?
მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ 11 რესტორანს: შავი ლომი, ქეთო და კოტე, კაფე ლიტერა, კულინარიუმი, წისქვილი, კახელები, ბარბარესთან, ჩვენი, დაინინგ რუნი, ქეთის ბისტრო, გასტრონავტი, ჯი.ვინო, ზალა - 2018-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი აქვს 12 163 993 მილიონი ლარი. როდესაც მათ უჭირთ, რითი ეხმარება სახელმწიფო?“ - წერს ლევან ქოქიაშვილი ფეისბუქზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით BM.GE-ი გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელს დაუკავშირდა და ჰკითხა, გარდა დღეს დაანონსებული მხარდაჭერის პაკეტისა, რა დახმარებას საჭიროებენ რესტორატორები, რაზეც ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ კვების ობიექტების დახურვით საფრთხე ექნება მათ შემდგომ ფუნქციონირებას და მუშაობის განახლებას.
„პირველი - მიტანის სერვისზე გადასვლის შემთხვევაში რესტორნებს თანამშრომლების 80%-ზე მეტის გაშვება უწევს. გარკვეულმა რესტორნებმა პირველი ლოქდაუნის პერიოდში შეძლეს და შეინარჩუნეს თანამშრომლები და თავად უხდიდნენ ხელფასებს. სესხები აიღეს და ყველაფრის მიუხედავად აამუშავეს ობიექტები. მაგალითისთვის, როდესაც რესტორნას თვეში სახელფასო გაქვს 94 000 ლარი, ამ თანხას ვერც ერთი რესტორატორი თანამშრომლებს ჯიბიდან ვერ გადაუხდის. დღევანდელი გადაწყვტიებით მთავრობამ რესტორნებში დასაქმებული ადამიანების 80% ამ საქმიდან გაუშვა. იმის თქმა, რომ იანვრიდან სახელმწიფო ამ ადამიანებს დაეხმარება, არაფრის მომცემი არაა, რადგან ახალი წელი მოდის და დღეს ისინი უმუშევრად რჩებიან.
მეორე - რესტორნების მიტანის სერვისზე დატოვების შემთხვევაში კომუნალური გადასახადები უნდა განახევრდეს. კომუნალური გადასახადები არის პირველი მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემა, რადგან სივრცეების დახურვით კომუნალური ხარჯები მხოლოდ 30%-ით შემიმცირდება, შემოსავალი კი მნიშნელოვნად იკლებს.
მესამე საკითხი - რესტორნებს საიჯარო ვალდებულებები აქვთ, რომლებიც გადასახდელია. პირველი ლოქდაუნის შემდეგ მეიჯარეებმა რესტორნებს უფრო მკაცრი ხელშეკრულებები დაუდეს. ამ საიჯარო ვალდებულებებს შემოსავლების გარეშე დარჩენილი რესტორნები ვერ გადაიხდიან“, - განმარტავს ლევან ქოქიაშვილი და ამბობს, რომ ამ პირობებში „ძალიან ბევრი რესტორანი დაიკეტება“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის