მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რესტორნები იკეტება, ბევრი ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლაზე” - ბარი "ხამანწკა"

607ab1d466a04
ანუკა ჯოხაძე
17.04.21 17:32
3555
საქართველოში, ინფიცირების შემთხვევათა მატების გათვალისწინებით ბიზნესს მესამე ლოქდაუნის მოლოდინი აქვს. მორიგ ჩაკეტვაზე საუბრობენ რესტორნებიც, რომელთა მისამართითაც ბოლო კვირის განმავლობაში კრიტიკა აქტიურად ისმის.

რესტორან "ხამანწკას" დამფუძნებელი თინა ვაშაკიძე ამბობს, რომ ჩაკეტვების სერიები ქვეყანაში თუ გაგრძელდება, კვების ობიექტები, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში ქმნიდნენ, გაქრება.

მისი თქმით, ბიზნესები უკვე ტოვებენ ქართულ ბაზარს და ფიქრობენ, რესტორნები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებში გახსნან.

“ეს არის საარსებო ბიზნესი და ეს არის იდეის გარშემო შექმნილი ბიზნესი, რომ ქვეყანაში შევქმნათ ასეთი ადგილები. ერთი წლის შემდეგ საქართველოში ტურისტი რომ ჩამოვა, ვერსად ვერ წავა. არ უნდა დღევანდელ ტურისტს მუზეუმში წასვლა, უნდა რესტორანში წასვლა და ეროვნული კერძის გასინჯვა. ასეთი ადგილები უბრალოდ აღარ იქნება, ფიზიკურად ვეღარ გავუძლებთ. ძალიან დიდი ხანია სესხებით და ქონების გაყიდვით ვშოულობთ ფულს იმისთვის, რომ ეს იდეა ვაცოცხლოთ. უკვე ბევრი რესტორანი დაიკეტა, ბევრი ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლას და იქ მუშაობის გაგრძელებას. ეს არ იქნება ჩვენთვის პრობლემა, ჩვენი სამზარეულო იმდენად საინტერესოა, ყველგან შევძლებთ მუშაობას. მეც ბევრი შემოთავაზება მქონდა და აქამდე უარს ვამბობდი, მაგრამ ალბათ უარს აღარ ვიტყვი და დავიწყებ ფიქრს ამ მიმართულებით", - აცხადებს ბარ "ხამანწკას" დამფუძნებელი თინა ვაშაკიძე.