01.ივლისი .2020 15:55

რესტორნების 80% რეგულაციების გამარტივებას ელის - რესტორატორთა ასოციაცია

რესტორნების 80% რეგულაციების გამარტივებას ელის - რესტორატორთა ასოციაცია
views 819
უკან

რესტორნების 80% რეგულაციების გამარტივებას ელის - ამის შესახებ BM.GE-ის რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რესტორნებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების შერბილებაზე მუშაობა მიმდინარეობს და ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროცაა ჩართული.

„ეს შერბილება უნდა იყოს ერთობლივად რამდენიმე მიმართულებით - მოგეხსენებათ, სტუმრების რაოდენობა დღეისთვის შეზღუდულია 10 ადამიანამდე 2 მაგიდაზე განაწილებით; ჩვენი შეთავაზებაა, ეს შეიცვალოს იმით, რომ შესაძლო გახდეს მინი ღონისძიებებზე ადამიანთა რიცხვი, მაგალითისთვის,  50 კაცით განისაზღვროს. ასე შედარებით ის რესტორნები ამოისუნთქებენ, რომლებიც ქართულ-ტრადიციულ ღონისძიებებს ატარებენ“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეისთვის საქართველოს მასშტაბით რესტორნების 80% დახურულია და მათი დიდი ნაწილი რეგიონებშია.

„რეგულაციების შეცვლის ინიციატივა ბიზნესიდან წამოვიდა, რადგან ეს საკითხი რესტორნებისთვის ძალიან პრობლემატურია. საქსტატის მიხედვით, საქართველოში 10 000 რესტორანი ფუნქციონირებს და აქედან 80% გაჩერებულია, ხოლო გაჩერებული რესტორნების 60% რეგიონებზე მოდის. თბილისში არსებული რესტორნების დიდი ნაწილიც ქართულ ტრადიციულ ქეიფზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ კვების ობიექტები ელიან რეგულაციების გამარტივებას, რადგან დღეს არსებული რეგულაციები არ ითვალისწინებს მინიმალური ღონისძიების ჩატარებასაც კი, როგორიც არის დაბადების დღეები, ნათლობები თუ ქორწილები.

ვიცით, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რას და როდის მიიღებენ ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა