მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტი: "ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგება"

5ec2ad8fa79f1
ნუცა ბაზლიძე
18.05.20 20:20
2381
„ყველა რესტორანი ვერ შეინარჩუნებს იმ სამუშაო ადგილებს, რაც ჰქონდა, იმ მოხმარების დროს, რაც წინა თვეებში თუ წლებში ფიქსირდებოდა“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

მან ყურადღება იმ ხარჯებზე გაამახვილა, რომლებიც თან ახლდა პანდემიის გავლენას და რამაც სფერო მწვავე გამოწვევების წინაშე დააყენა.

მისივე განმარტებით, სიტუაციის სიმწვავე კვების ობიექტის სპეციფიკისა და სამიზნე სეგმენტის მიხედვით, განსხვავებული იქნება. მაგალითისთვის, მისი განმარტებით, მდგომარეობა განსაკუთრებით რთული იქნება დიდი ქართული რესტორნებისთვის, რომელთა სპეციფიკაც, სავარაუდოდ, ჯერჯერობით აქტიურად მოთხოვნადი ვერ აღმოჩნდება.

„ძირითადად რჩება ადგილობრივი მომხმარებელი, რომელიც ვერ „ეყოფა“ რესტორნების რაოდენობას“, - დასძენს შოთა ბურჯანაძე.