თურქეთში რესტორნების და სკოლების გახსნის ფონზე კოვიდ-შემთხვევების დღიური რაოდენობა 9,891-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 11 იანვრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა დაახლოებით 6,000-მდე იყო შემცირებული. ინფიცირების ასეთმა მატებამ სამედიცინო სექტორის შეშფოთება გამოიწვია.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაი ერდოღანმა კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება იმ ქალაქებსა და რეგიონებში მიიღო, სადაც ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში სარესტორნე ბიზნესი დიდი ხანია აპროტესტებდა საგანგებო მდგომარეობას, რადგან მათი შემოსავლები პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით 65%-ითაა შემცირებული .
„ჩვენ დაახლოებით 4,000-5,000 ადამიანს ვემსახურებოდით კვირის განმავლობაში, მაშინ როდესაც თან წაღების სერვისით მხოლოდ 500-მდე ადამიანი სარგებლობს“, - განაცხადა იუსუფ კაშტანოღლუმ, სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა.
როგორც სარესტორნე ბიზნესი აცხადებს, მათ „ლოქდაუნის“ დროს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა