მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნების გაფიცვას მიტანის სერვისიც უერთდება - ლევან ქოქიაშვილი

601409e9ba067
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.21 17:41
2868
რესტორნების 30 იანვრის საპროტესტო აქციას, რომლის ფარგლებშიც ისინი ხვალ 24 საათით მომხმარებელს მიტანის სერვისით არ მოემსახურებიან, მიტანის კომპანია "ელვისიც" უერთდება. ამის შესახებ BM.GE-ის გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რესტორნების საპროტესტო აქციას მიტანის სერვისის კომპანიებიც სოლიდარობას უცხადებენ.

„რესტორნების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას მიტანის სერვისის კომპანია „ელვისიც“ შემოუერთდა, რომელიც ხვალ პროტესტის ნიშნად აპლიკაციას გათიშავს. ჩვენს პროტესტს სოლიდარობას სხვა მიტანის სერვისებიც უცხადებენ, თუმცა „მაკდონალდს საქართველოს“ მსგავსად, საერთაშორისო კომპანიებთან არსებული ხელშეკრულებების გამო, ვერ უერთდებიან“, - განაცხადა ქოქიაშვილმა. 

ცნობისთვის: ამ დროისთვის, 160-ს გადააჭარბა იმ რესტორნების რიცხვმა, რომელიც ხვალ, 24 საათით მიტანის სერვისზე უარს იტყვის.