13.სექტემბერი .2020 14:49

რესტორნების ნაწილმა დღეს მუშაობა აღარ განაახლა - რა კავშირშია ამ გაუგებრობასთან პოლიცია?

views 1338
უკან

“რესტორნების ასოციაციის” დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რესტორნების დახურვაზე ოფიციალური მითითება არ არსებობს და გასულ ღამეს პოლიციის მხრიდან ინფორმაციის არასწორად გადაცემას ჰქონდა ადგილი, რის გამოც რესტორნებისა და კაფეების ნაწილი დღეს აღარ გაიხსნა. 

გავრცელებული ცნობით, გუშინ შსს-ს წარმომადგენლების ნაწილმა ბარებსა და რესტორნებს 2სთ-იან ვადაში ობიექტების დახურვა მოსთხოვა, რის გამოც დღეს რამდენიმე ათეულმა რესტორანმა მუშაობა არ განაახლა.

bm.ge-თან საუბრისას ბურჯანაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში შსს-ს წესების შესრულებსთან დაკავშირებით ობიექტების გაფრთხილება ჰქონდა დავალებული.

„არანაირ დახურვაზე და საქმიანობის შეჩერებაზე ოფიციალური მითითება არ არსებობს. შსს-ს განმარტებით, მათმა წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ობიექტები ორშაბათიდან გამკაცრებულ შემოწმებაზე და უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ დააკმაყოფილებენ პირობებს, დაიხურებიან ან დაჯარიმდებიან. ეს არის არაოფიციალური განმარტება, რაც მე მოვიძიე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა.

არასწორად მოხდა ამბის მიტანა ობიექტამდე და მათ შეეშინდათ, ამიტომ დღეს აღარ გახსნეს. ჩემთანაც იყვნენ მოსულები, ჩემთვის არ უთქვამთ დახურეო, მაგრამ ვიღაცეებს მართლა უთხრეს. იმიტომ უთხრეს, რომ მათაც ვერ გაიგეს სინამდვილეში, რა ტიპის დავალება ჰქონდათ მიცემული. გაფუჭებულმა ტელეფონმა გამოიწვია გაურკვევლობა, თუმცა ჩვენ უკვე ყველას მივწერეთ და მათ შეუძლიათ არსებული პროტოკოლის დაცვით საქმიანობა განაახლონ“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა