მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნების თანამშრომელთა ტესტირება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

6077fb4acaabd
ინგა მურუსიძე
15.04.21 23:20
691
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სარესტორნო ბიზნესი ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მთავარი ბუსტერია. Bm.ge დაინტერესდა, თუ რაზე დაყრდნობით ამბობს გამყრელიძე ამას და მიმდინარეობს თუ არა რესტორნებში თანამშრომელთა ტესტირების შედეგად დადებითობის მაჩვენებლების მონიტორინგი. გამყრელიძის განმარტებით, ამის აღრიცხვა არ მიმდინარეობს. 

ინფორმაცია დაადასტურა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემაც. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ სავალდებულო ტესტირებების ნუსხას ეს სეგმენტიც დაემატოს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ახალ მიდგომებზე ვიმუშაოთ. სავალდებულო ტესტირებაში რესტორნები არ არიან ჩართული, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, ისინიც ჩაერთვებიან“, - უთხრა bm.ge-ს ფერაძემ.

27 მარტის მონაცემებით:
ტაქსის მძღოლები: გატესტილია 30 149 ადამიანი, დადებითი მაჩვენებელი 0.4%-ია;
ბაზრობის მოვაჭრეები: გატესტილია 33 048, დადებითი მაჩვენებელი 0.2;
რელიგიის მსახურები: გატესტილია 17 324 ადამიანი, დადებითი მაჩვენებელი 0.8 %;
მოლებისა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები: გატესტილია - 25 198; დადებითი მაჩვენებელი 0,2%;
სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები: გატესტილია 266 118; დადებითი მაჩვენებელი 0,2%;
რანდომული ტესტირება, ანუ შერჩევითი, სკოლა, ტრანსპორტი, პოლიცია: გატესტილია 73 618 და დადებითი მაჩვენებელია 0.5%;
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები: გატესტილია 3866 და დადებითი მაჩვენებელია 0.1%;
სპორტული დარბაზები, საუნები, საცურაო აუზების თანამშრომლები: გატესტილია 2051, დადებითი მაჩვენებელი - 0.2%.