მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rethink ანუ დაინახე ახლებურად: BDO-ს გლობალური მოდელი ბიზნესისთვის

5f71c716ea235
BM.GE
29.09.20 09:00
965
გლობალური პანდემიის საპასუხოდ, იმ პირობებში, რომ ბიზნესი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, BDO-მ ნაცნობი თემების ახლებურად დანახვის გლობალური კამპანია Rethink-ი დაიწყო, რომლის მიზანია, სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დაეხმაროს წარმატებით გადაეწყონ ახალ რეალობაში.

Rethink-ის კონცეფცია არის 3 ეტაპისგან შემდგარი პრაქტიკული მოდელი, რომელიც კომპანიებს ეხმარება არამხოლოდ ადაპტირდნენ, არამედ სწორად გაანალიზონ პანდემიის რომელ ეტაპზე რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი და რა გზებით შეიძლება მასთან გამკლავება. რეაგირება, მდგრადობა და გარდასახვა - ეს არის ეტაპები, რომლებსაც ყველა კომპანია გაივლის კრიზისიდან გამოსვლის და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისთვის.

Rethink-ის კონცეფციის უკეთ გასაცნობად და ეტაპების სწორად გასააზრებლად BDO-მ ახალი ვებგვერდი შექმნა. თანამედროვე, მარტივი ნავიგაციის მქონე პლატფორმაზე აღწერილია თუ რას ითვალისწინებს პრაქტიკული მოდელი და რას გულისხმობს თითოეული ეტაპი. ეწვიეთ ვებგვერდს და მიიღეთ სრული ინფორმაცია.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „პანდემიამ მასშტაბური ეკონომიკური, სოციალური და კომერციული ცვლილებები გამოიწვია და ამ ცვლილებებთან ადაპტირება გააზრებულ, თანმიმდევრულ მოქმედებას საჭიროებს, რაც საკმაოდ კომპლექსური პროცესია. კომპანიებს სჭირდებათ შეიმუშავონ სტრატეგიები, რომელიც არამხოლოდ უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას, არამედ მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება თანამშრომლებზე, კლიენტებსა და მომწოდებლებზე. რეაგირების ეტაპი მეტნაკლებად წარმატებით გადაილახა კომპანიების მიერ და შექმნილმა სიტუაციამ ახალი შესაძლებლობები დაგვანახა. განსაკუთრებულად გამოიკვეთა დიჯიტალიზაციის და სერვისების ციფრული არხების გამოყენების აუცილებლობა. იმ კომპანიებისა და სექტორებისთვის, ვისაც უკვე დაწყებული ჰქონდა გაციფრულების პროცესი, გაცილებით მარტივი აღმოჩნდა რეაგირების ეტაპი. ახლა მდგრადობის ეტაპზე ვართ, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იქნება. კომპანიებს დასჭირდებათ ოპერაციების შენარჩუნება სოციალური იზოლაციის პირობებში ხალხის, პროცესებისა და ინფორმაციული სისტემების მაქსიმალური ადაპტირებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია პროდუქტების დივერსიფიკაცია და იმგვარი პროცესების გატანა აუთსორსზე, რომელიც არ არის ძირითადი და რომლის მართვასაც გარე კომპანია გაცილებით სწრაფად და ნაკლები დანახარჯით შეძლებს“.

პანდემიის ადრიანი ეტაპებიდან მოყოლებული, BDO ამზადებს სექტორულ კვლევებს, ანალიტიკურ მასალას, რომელიც პირდაპირ მიმოიხილავს ამა თუ იმ ბიზნესის კონკრეტულ გამოწვევებს, აქცენტებსა და საჭიროებებს. სექტორულ კვლევებსა და რეპორტებს გაეცანით BDO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე
NS