ლარი დღეს გამყარდა. კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან 1.29 თეთრი შეადგინა. ეროვნული ვალუტა მცურავ რეჟიმზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის, ევროს თუ სხვა ნებისმიერი ვალუტის ღირებულება ყოველდღიურად ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების და არსებული მოლოდინების შედეგად ყალიბდება. თავის მხრივ, ბაზარზე შემომავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების ფორმირება ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრებით ხდება, ესენია - ექსპორტი/იმპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი, საგარეო კრედიტების აღება/მომსახურება და სხვა.
მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის ინდექსი, რომლითაც ქვეყნიდან გასული და შემოსული სავალუტო ნაკადების ბალანსი იზომება. ეკონომიკის ზომასთან შედარებისთვის კი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მშპ-თან არის შეფარდებული.
საქართველოში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი უარყოფითია, თუმცა დეფიციტის პროცენტული ოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში ყოვეწლიურად მცირდებოდა. თავის მხრივ, ამ დეფიციტის მთავარი მიზეზი იმპორტზე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა.
დღეს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, COVID-19-ის კრიზისმა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაორმაგება გამოიწვია. უფრო კონკრეტულად კი 2019 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი მშპ-ის 3.9%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს რიცხვი 9.4%-მდე გაიზარდა. ყველაზე მკვეთრად შემომავალ სავალუტო ნაკადებს შორის ტურიზმის შემოსავლები (ანუ მომსახურების ექსპორტის შემოსავლები) არის შემცირებული.
რაოდენობრივად, დეფიციტის ზომა $337 მილიონი აშშ დოლარი ანუ 1.1 მილიარდი ლარი იყო. ეს არის ის ფუნდამენტური ფაქტორი, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა.
ეროვნული ბანკი - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 97.3%-ით გაიზარდა:
"აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 97.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-თან ფარდობა - 3.9 პროცენტიდან - 9.4 პროცენტამდე.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 39.8 პროცენტით შემცირდა და 530.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30.3 პროცენტით შემცირდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 77.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 58.0 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებდა, რომლის ექსპორტი წლიურად 96.7 პროცენტით შემცირდა და 28.8 მლნ აშშ დოლარს (90.5 მლნ ლარი) გაუტოლდა.
მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.6 პროცენტით შემცირდა და 2020 წლის მეორე კვარტალში 361.0 მლნ აშშ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები გაიზარდა და 6.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (18.7 მლნ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 148.9 მლნ აშშ დოლარი (467.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2 პროცენტია", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება