მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reuters: აშშ ლიბანს აღარ დაეხმარება

5dbbcb91b86d6
მიხეილ ხაჩიძე
01.11.19 11:33
1041
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ლიბანისთვის დახმარება გადაიფიქრა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters ექსკლუზიურად იუწყება, თეთრმა სახლმა დასავლეთ აზიის სახელმწიფოსთვის დახმარების სახით 105 მილიონი დოლარის გამოყოფა შეაჩერა.

როგორც წყარო გავლენიან სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საბიუჯეტო სამსახურმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სამხედრო დახმარების გაუქმება გადაწყვიტეს.

Reuters-ის ცნობით, დახმარების გაუქმების მიზეზი ამ დროისათვის უცნობია,  რაც შეეხება შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, უწყებაში საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებენ.

აღსანიშნავია რომ ლიბანში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება უკიდირესად მწვავეა. ქვეყანაში 17 ოქტომბრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეთა პროტესტის შედეგად პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობა დატოვა.

ლიბანის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების და მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყება მთავრობის იმ ნაბიჯს მოჰყვა, რომლის თანახმად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა WhatsApp-ით სარგებლობისას დამატებითი გადასახადის (თვეში 6 აშშ დოლარი) დაწესება გადაწყვიტა. მასშტაბური გამოსვლების შემდეგ, 18 ოქტომბერს ქვეყნის კომუნიკაციების დეპარტამენტმა გადაწყვეტილება უკან გაიწვია, თუმცა მოქალაქეთა პროტესტი სხვა მოთხოვნებში გადაიზარდა.