მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reuters: ტრამპმა თურქეთს ძალიან მკაცრი სანქციები მოუმზადა

5da4199144105
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 11:20
894
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია  სირიაში შეჭრის გამო ანკარას მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს მიმდინარე კვირაში დაუწესებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა თურქეთს „ძალიან მკაცრი სანქციები“ მოუმზადა.


აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებმა ლინდსი გრეჰმა და დემოკრატმა კრის ვან ჰოლენმა სანქციების ახალი პაკეტი გასულ კვირას მოამზადეს. შეზღუდვები შეერთებულ შტატებში თურქეთის ხელმძღვანელობის აქტივების გაყინვას ისახავს მიზნად. ამავდროულად, სანქციები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ვიცე-პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრსაც შეეხება. ამასთან, გამკაცრდება სავიზო რეჟიმი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის.



რეზოლუციის პროექტი, რომელიც გრეჰემმა და ვან ჰოლნმა Twitter- ზე გამოაქვეყნეს, თურქეთის მიმართ კიდევ ბევრ შეზღუდვას ითვალისწინებს. სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიყიდვა აიკრძალება.



იმ უცხოელებსაც კი, რომლებიც თურქულ ძალებთან იარაღის მიყიდვაზე გარიგებებს აწარმოებენ, სანქციები დაეკისრებათ. როგორც ცნობილია, გასულ წელს გერმანიამ თურქეთს საბრძოლო შეიარაღება მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც 240 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა, რაც გერმანიის საბრძოლო მასალის ექსპორტის თითქმის მესამედს შეადგენს. 

 

სირიის სასაზღვრო რეგიონიდან აშშ-ს ჯარების გაყვანით ტრამპმა გზა გაუხსნა თურქეთს საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებალად. რესპუბლიკელი გრეჰემი და სხვა ამერიკელი დეპუტატები თეთრი სახლის ლიდერს მოკავშირე ქურთების "გასაჭირში მიტოვებაში’’ ადანაშაულებენ. როგორც შტატებში აცხადებენ, ქურთი მებრძოლები ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" (IS) წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების უახლოესი მოკავშირეები იყვნენ.



შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების დასახლებებზე იერიშები გასულ კვირას მიიტანა.