მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ არველაძე: ჩვენს ქვეყანაში ბავშვები საერთოდ არ შიმშილობენ

5e392f5689d0d
ინგა მურუსიძე
04.02.20 12:50
2481
"ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ განაცხადა. 

დეპუტატთან ჟურნალისტი დაინტერესდა, გაკეთდა თუ არა რაიმე ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ბავშვთა სიღარიბის შესახებ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიზეზით გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენეს.

"ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ, თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა ძველი დროიდან მოყოლებული", - განაცხადა არველაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას.