სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის წინასწარი შეფასების და გარიგების შეჩერების უფლება მიეცემა - ამას სემეკისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე დადებითად აფასებს დაგეგმილ ცვლილებას და ამბობს, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება ენერგეტიკის სექტორში მდგრადობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, მოხდება ისეთი გარიგების აღკვეთა, რომელსაც სემეკი ქვეყნისთვის არასასურველად ჩათვლის ან ისეთი ინვესტორის შემოსვლა არ მოხდება, რომელსაც არაკანონიერ ქმედებებთან და ფულის გათეთრებასთან აქვს კავშირი.
“ენერგეტიკის დარგს სერიოზული დაცვა სჭირდება. კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. როდესაც სისტემის ოპერატორი, იქნება ეს გადაცემის თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავის აქციების ან ქონების 5%-ზე მეტს გაასხვისებს, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს 5, 15 ან 100%. შესაბამისად, კარგად უნდა ვიცოდეთ ვინ შემოდის მის პარტნიორად ან მთლიანად ვინ ჩაანაცვლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს ორგანიზაცია ფულის გათეთრების მიზნით შემოდიოდეს ან სხვა რაიმე მიზნით, რომელიც შემდგომში სწორედ მომხმარებელზე ტარიფების სახით აისახება.
ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ფულის გათეთრების მიზნით იქნება განხორციელებული, შემდგომ ის ტარიფში გადავა და მომხმარებელს მძიმე ტვირთად დააწვება. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება გამართლებულია, სწორია ვინაიდან სანამ ეს ტრანზაქცია მოხდება და სანამ გასხვისდება ან გაიყიდება 5%-ზე მეტი წილი, მანამდე მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით თუ როგორი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის, როგორია ამ ორგანიზაციის ფულის წარმოშობა და ასე შემდეგ. კომისია შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას დააზუსტოს ეს მონაცემები, შემდგომ ან დაეთანხმება ან უარს ეტყვის საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში შემოსვლაზე,”- განაცხადა რევაზ არველაძემ.
ამასთან BMG-სთან საუბარში დეპუტატმა თქვა, რომ ამგვარი წინასწარი შეფასება შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როგორც ეს წარსულში რუსული RAO-ს მიერ “თელასის” 75%-იანი წილის შესყიდვა იყო. კითხვაზე თუ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა თბილისის ელექტროგამანაწილებლის რუსულ კომპანიაში გადასვლამ თბილისის მაცხოვრებელთა უწყვეტ ელექტრომომარაგებაზე, არველაძე პასუხობს, რომ მართალია ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა, თუმცა უწყვეტი ელექტრომომარაგება მხოლოდ ერთი ნაწილია და ასეთივე მნიშვნელოვანია ტარიფიც, რომელიც თბილისის შემთხვევაში გარკვეულ წლებში მაღალი ტემპით გაიზარდა.
“ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი ამბავი გამოიწვია, როდესაც ეი-ესმა RAO-ს მიყიდა "თელასი" და დიდი ამბავი ატყდა, რომ რუსეთი, ვისთანაც ომი გვაქვს და ვისთანაც ასეთი ურთიერთობა გვაქვს, არ უნდა შემოდიოდეს ქართულ ბაზარზე. მე არ ვლაპარაკობ, რომ აუცილებლად ამგვარი შემთხვევები უნდა შეისწავლოს მარეგულირებელმა, მაგრამ ბექგრაუნდი უნდა შეისწავლოს.
[თელასთან დაკავშირებით] ელექტროენერგიის მიწოდების კეთილსაიმედოობა ერთი ამბავია, მეორე ამბავია ტარიფი, როდესაც ტარიფმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა თავის დროზე. ტარიფს რა თქმა უნდა მარეგულირებელი კომისია ადგენს, მაგრამ იმ განაცხადით, რომელსაც წარმოადგენს ნებისმიერი გამანაწილებელი კომპანია. ერთი პერიოდი საკმაოდ ნახტომისებურად გაიზარდა ტარიფის საფასური. რა თქმა უნდა, ეს ქმნის საფრთხეს,” - განაცხადა არველაძემ.
დეპუტატი ასევე ამბობს, რომ ახალი კანონპროექტის ფარგლებში სემეკის მიერ გადაწყვეტილებების სუბიექტურად მიღების საფრთხე არის დაბალანსებული იმით, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. “უნდა ვისწავლოთ ინსტიტუტების ნდობა,”- აცხადებს არველაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?