მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ ვაშაკიძე დღგ-ის 10%-მდე შემცირების ინიციატივით გამოდის - გახარია ბიზნესს ხვდება

60210fe630f8c
ინგა მურუსიძე
08.02.21 14:18
1598
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. ერთ-ერთი ვინც შეხვედრაზე მივიდა, კომპანია“ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძეა.

როგორც ბიზნესმენმა შეხვედრის დაწყებამდე მედიას განუცხადა, ის გეგმავს, რომ შეხვედრაზე დღგ-ის შემცირების საკითხი დააყენოს.

„ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტო ტურიზმი და სასტუმროების ბიზნესი დაზარალდა. მე გეტყვით, რომ დაზარალდა ყველა, ვინც რამეს აწარმოებს, ყიდის, რადგან მკვეთრად შეცვლილია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და ერთი საკითხი, რაც მინდა დავაყენო არის, რომ ინდივიდუალურად არ მოხდეს საკითხების გადაწყვეტა - თანხები გამოუყონ თუ რა ქნან. მართებული იქნება ის, რომ, დაახლოებით, სამი წლით შემცირდეს დამატებული ღირებულების გადასახადი - 18%-დან 10%-მდე. ეს იქნება ყველასთვის წამახალისებელი და ეკონომიკას იმ შოკიდან გამოიყვანს, რომელშიც ახლა არის“, - განაცხადა ვაშაკიძემ.