მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ ვაშაკიძე ფინანსთა სამინისტროს მადლობას უხდის

5e8aff5aa756d
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.20 14:11
1211
ფინანსთა სამინისტრომ ოპერატიულად დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას 2 აპრილს „ჩირინამ“ შემოსავლების სამსახურს თანამშრომელთა ტრანსპორტირების ხარჯის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

რევაზ ვაშაკიძე უწყებას ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას უხდის და განმარტავს, რომ ტრასნპორტირების ნაწილში გაწეული ხარჯზე საშემოსავლო გადასახადისგან ყველა ის კომპანია გათავისუფლდა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობის ნებართვა აქვს.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობდა, ჩვენი დაქირავებული ავტობუსი ჩვენს თანამშრომლებს ხვდებოდა მეტროსთან და ყველაფერი რომ დაიკეტა, იძულებული გავხდით, დამატებითი ავტობუსები დაგვექირავებინა, ზოგიერთი ტაქსი დავიქირავეთ და ვუხდით თანამშრომლებს, რომ მოვიდნენ ჩვენს საწარმოში. დაახლოებით, 400 თანამშრომელზეა საუბარი; კომპანია „ჩირინამ“ ამ თანხების დარიცხვა რომ დაიწყო, მივმართეთ საგადასახადოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის დამატებითი ხარჯები, რომლებიც ხალხის გადაყვანას ხმარდება, ჩვენი თხოვნა იყო რომ ეს ხარჯები გაეთავისუფლებინა საშემოსავლო გადასახადიდან, რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი. ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, რომ გაითვალისწინა დროულად და გაგვათავისუფლა ამ გადასახადისგან საგანგებო მდგომარების დროს. მერე რომ აღდგება საზოადოებრივი ტრანსპორტი, ეს საჭიროც არ იქნება“, - აცხადებს ბიზნესმენი.