მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 6 თვეში საქართველომ მანდარინის ექსპორტით $19 მლნ მიიღო

602233ab9da79
თელარა გელანტია
09.02.21 12:11
819
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 39 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 19 მლნ დოლარი მიიღო.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.8 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

შარშან წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (22.5 ათასი ტონა), სომხეთსა (8.7 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა) განხორციელდა.

აღნიშნული ქვეყნების გარდა, მანდარინი ექსპორტზე გავიდა მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.