მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ ვაშაკიძე: მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული, მივიდეს ბიზნესთან, რა უჭირთ

5d78b00eee586
ლიკა გურაბანიძე
15.09.19 11:00
777
"ბიუროკრატია, რომელიც მთავრობაშია, მიხედოს და გადაწყვეტილება დროულად მიიღოს, რათა ადამიანს ცხოვრება გაუადვილდეს", - ეს ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის რჩევაა პრემიერ გიორგი გახარიასთვის. 

როგორც ბიზნესმენი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ქვეყანაში საგადასახადო კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

"მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული, მივიდის ბიზნესთან, რა უჭირთ, რა დახმარება სჭირდებათ. ვიღაცეები გადასახადებს იხდიან, ვიღაცეები – არა. ან იყოს ერთი კანონი ყველასთვის, ან არ იყოს, ეს მთლიანად სახელმწიფოს ეროზიას იწვევს", - განაცხადა ვაშაკიძემ.

რევაზ ვაშაკიძის თქმით, მას ახალ პრემიერთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობისა და ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ჰქონდა და მის მუშაობას დადებითად აფასებს.