მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ ვაშაკიძე ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად პარტიული ნიშნით მოსახლეობის დაყოფას მიიჩნევს

5f9e64e852cf6
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.20 19:35
1007
"ხშირად ვამბობთ, რომ პრობლემა გვაქვს აფხაზეთთან და ოსეთთან, მაგრამ რეალურად პრობლემა გვაქვს საქართველოს მოსახლეობასთან", – ამის შესახებ კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკძე აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ისაა, რომ პარტიული ნიშნის მიხედვით მოსახლეობის დაყოფა ხდება.

“ქვეყანა დაყოფილია ორად, სამად, ოთხად და ისეთი ანტაგონიზმია მოსახლეობას შორის, რომ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, ვერ ვქმნით. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ ახალმა პარლამენტმა მოახერხოს საქართველოს მოსახლეობის გაერთიანება.

ხშირად ვამბობთ, რომ პრობლემა გვაქვს აფხაზეთთან და ოსეთთან, მაგრამ რეალურად პრობლემა გვაქვს, ძირითადად, საქართველოს მოსახლეობასთან. ეს იმიტომ, რომ ხდება დაყოფა პარტიული ნიშნის მიხედვით. მე მაგალითად, როცა რაღაცას მეკითხებიან, სულ ვფიქრობ, არ ვთქვა ისეთი რამ, რომ ან “ნაცებმა” თქვან უარი ჩემს ქათამზე (ბიუ ბიუ), ან “ქოცებმა”. დიდი დაპირისპირებაა და ეს ძალიან ცუდია”,- აცხადებს ბიზნესმენი.