18.სექტემბერი .2020 17:40

რევაზ ვაშაკიძე: რაღაც მომენტში შეიძლება, ლარი საერთოდ გაიქცეს

views 926
უკან

„ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში საუბრისას ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებზე ისაუბრა. როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა ორიენტირებული.

„ლარის კურსის პრობლემა დიდია, რადგან საქართველო რეალურად მნიშვნელოვანს არაფერს აწარმოებს და ძირითადად იმპორტიორი ქვეყანა ვართ. ამიტომ ლარის კურსი ყოველთვის იმაზე იქნება დამოკიდებლი, ქვეყანაში რამდენი მყარი ვალუტა შემოდის.

ჩემი გამოთვლებით, თუ ჩვენ წარმოების საკითხი არ გავაუმჯობესეთ ანუ ქვეყანამ თუ არაფერი აწარმოა - ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება. სებ-ი და ფინანსთა სამინისტრო ბევრს ცდილობენ, რომ დიდი რყევები არ იყოს, მაგრამ შეჩერება მათაც არ შეუძლიათ და რაღაც მომენტში შეიძლება, ლარი საერთოდ გაიქცეს“, - განმარტა რევაზ ვაშაკიძემ.