მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ ვაშაკიძე: წლევანდელი წელი ერთდროულად გამოწვევების და გამარჯვების წელი იყო

5e0a162a71821
BM.GE
31.12.19 10:15
2224
კომპანია "ჩირინას" გაყიდვები 2019 წელს 15%-ით გაიზარდა, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, კომპანია მაქსიმალურ შედეგზე გასვლას მომდევნო რამდენიმეწლიან პერიოდში გეგმავს. მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს დასრულდება იმ ინვესტიციების ათვისება, რომლის ფარგლებშიც კომპანია წარმოებას კიდევ 25 ათასით გაზრდის.

ვაშაკიძის განცხადებით, "ბიუ-ბიუს" გაყინული ქათამი დღესდღეობით გადის როგორც აფხაზეთში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

"წლევანდელი წელი იყო ერთდროულად გამოწვევების და გამარჯვების წელი. წელს გაყიდვები გავზარდეთ 15%-ით, რაც მარტივი არ იყო. ჩვენ ამ წლის განმავლობაში, გარდა საკუთარი თანხებისა, მოვიზიდეთ EBRD-ის სახსრები და შევუდექით ჩვენი პროექტის დამამთავრებელ ეტაპს. რაც შეეხება ჩვენს წარმოებას, ჩვენ არ გავსულვართ მაქსიმალურ წარმატებაზე, არც მომავალ წელს ვაპირებთ მაქსიმუმზე ასვლას, ეს ეტაპობრივად ხდება, რაც ძირითადად განპირობებულია ჩვენი გაყიდვების სპეციფიკით. სპეციფიკა კი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ წარმოადგენს მდიდარ ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ის უმაღლესი ხარისხის ქათამი, რასაც ვაწარმოებთ, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ჩვენი დისტრიბუციის სისტემა სწორედ იმიტომ არის ჯიხურების, რომ მინიმალურ ფასში მოხდეს მომხმარებლამდე მიტანა და არა – შემდეგ, მარკეტების ფასნამატით. გეტყვით, რომ ჩვენი მყიდველების 20-30% ხანდახან ყიდულობს 2 ფრთას და ერთ ბარკალს, რაც ნიშნავს, რომ დაბალბიუჯეტიანი მომხმარებელი გვყავს, ამიტომ ვცდილობთ, ფასი არ გავზარდოთ.

ბევრ ქალაქში ძალიან მძიმე პროცესია ჯიხურების აღების ნებართვებთან დაკავშირებით, რაც პრობლემაა და ჩვენს სოციალურ მიზანს, რომელიც ხელმისაწვდომ პროდუქტს გულისხმობს, ხელს უშლის. გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების მხრივ მნიშვნელოვანია.

ჩვენ შემდეგ წელს ვამთავრებთ ინვესტიციებს, 25 ათასი ტონა ქათმის წარმოებაზეა ლაპარაკი, მოთხოვნა კი გაცილებით მეტია, ვინაიდან დღესდღეობით 55 აათასი ტონა გაყინული ხორცი შემოდის სხვადასხვა ფორმით. დღესდღეობით ჩვენი გაყინული ქათმები ნაწილობრივ აფხაზეთშიც გადადის, ასევე გადის სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც", - განაცხადა ვაშაკიძემ.