მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეზერვი საკმარისი არ არის" – თენგიზ ცერცვაძე სამედიცინო ეკიპირებაზე

5e8787a0a3fcd
თამთა ჯიჯავაძე
03.04.20 22:57
4377
რეზერვი არ არის საკმარისი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ tv "პირველის“ ეთერში სამედიცინო ეკიპირების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„რა გითხრათ, ჯერჯერობით, საკმარისია, ჯერ აქვთ ყველას, ვისაც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ რეზერვი არ არის საკმარისი. შესაძლოა, თუ ვერ შევავსეთ ეს რეზერვი, ხვალ დადგეს ის დღე, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ რას იზამ, ესეც ეტყობა ობიექტური რეალობაა, იმიტომ რომ ამერიკას გაუჭირდა;  ამხელა ამერიკამ ვერ გარდაქმნა თავისი მრეწველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებით, პირბადეებით და რაღაცეeბით. ჩინური საქონელი ვერ მიიღო, ჩინეთმა უკან გაიწვია თუ გამწვავდა ჩინეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამერიკას უჭირს, ესე იგი, ახლა ვეტო დაადო ყველა ამ საშუალებების გაყიდვას გარეთ გატანას იმიტომ, რომ მას არ ჰყოფნის და ევროპის ქვეყნებს არ ჰყოფნით; ყველა ამ დღეშია. რაღაც ნაბიჯები გადადგეს მემგონი, ახლა არ მცალია მაგისთვის, რომ მივაქციო ყურადღება, რაღაც ადგილობრივი მრეწველობები გაჩნდა, ადგილობრივი პირბადეები გაჩნდა, კომბინიზონები არ გაჩენილა ადგილობრივი, მაგრამ რაღაც ხალათები, რაღაც საშუალებები გაჩნდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერ მხოლოდ ორი სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, იმას ნიშნავს, რომ ეკიპირება, ჯერჯერობით, საკმარისია.

„ერთი რამე ფაქტია, ჯერ ამით არაფერი დაშავებულა, ჯერ გვყოფნის, ასე ვიცი მე რომ ერთი–ორი კვირა გვეყოფა კიდევ, თუ ვერ შეავსეს, მერე დადგება ეს პრობლემა მწვავედ. მაგრამ ჯერ რომ გვყოფნის, ერთი რამე ადასტურებს კიდევ. შეიძლება, მე ვთქვათ, არ ვიყო გულწრფელი ან არ ვიცოდე და იმიტომ ვამბობდე ამას, რომ გვყოფნის. გარე საზომით, რაღაც კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ, ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის პრაქტიკა. რას გვიჩვენებს პრაქტიკა - რომ დაინფიცირდა დღემდე ერთი თუ ახლა მეორე ექიმი. ორი ჯანდაცვის მუშაკი სულ. მაშინ როდესაც მარტო იტალიაში 6000–ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა. ჩინეთში - 3000. საფრანგეთში არ ვიცი ციფრები, მაგრამ იქაც იმდენი“, – განაცხადა ცერცვაძემ.