მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზო ვაშაკიძე: ჩვენს მთავრობებს ფლირტი აქვთ სოფლის მეურნეობასთან

5e874d3862be7
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 19:30
1537
კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიმართულებით იმპორტის შესამცირებლად ადგილობრივი წარმოებების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ეს იქნება ხორბალი, თუ სხვა პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის წარმოების განვითარება საკანონმდებლო ბაზის შექმნით უნდა მოხდეს".

„90-იანი წლების შემდეგ იყო პოლიტიკა, რომ საქართველოში ძირითადად მოეყვანათ ციტრუსები, შემდეგ ჩაი და ძალიან მცირე ყურადღება ექცეოდა ხორცის წარმოებას, რაც დაკავშირებულია ხორბლის წარმოებასთან. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ სადღეისოდ ვეძებთ რუსეთს ან უკრაინას ან აშშ-ს, როგორც მომწოდებელს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ პრობლემა რუსეთში არ არის. პრობლემა იმაშია, რომ პანდემიის პირობებში რუსეთში მთელი თვე გამოცხადებულია შვებულებად, ეს გამოიწვევს იმას, რომ რუსეთში, როგორც საქართველოსა და ევროპაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩება, შემოსავალი არ ექნება და ხალხი დაიწყებს პურის ჭამას. ეს გამოიწვევს ხორბლის დიდი რაოდენობით მოხმარებას. 7 მლნ ტონა ხორბალი ეყოფა? -  არ ეყოფა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ერთი თვის შემდეგ რამდენი ხორბალი დარჩება.

რუსეთი ტრადიციულად ამიერკავკასიის ქვეყნებს ამარაგებს ხორბლით და ცდილობს, მომარაგება ახორციელოს უფრო დაბალ ფასებში, ვიდრე მსოფლიო ფასებია. ამას, ჩემი ზარით, პოლიტიკური სარჩული უდევს.

საქმე იმაშია, რომ თანამედროვე წარმოება ხორბლის, კარტოფილის, ლობიოსი, წიწიბურის, არის ტექნოლოგიური წარმოებები, ამას ვერ შეძლებს ფერმერი, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიცია. საქართველო წარმოადგენს ხორბლის სამშობლოს და ამ მიმართულებით ის კი არ განვიხილოთ, რომ ქალაქიდან წავიდეს მოსახლეობა და დაიწყოს ხორბლის მოყვანა, ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ინვესტორისთვის გახდეს მიმზიდველი ამ სფეროში ფულის ჩადება და არამარტო ამ სფეროში; ეს საჭიროა თუნდაც მეფრინველეობაში, მეხორცეობაში, კარტოფილის წარმოებაში... ის, რაც არის ბიოლოგიური ობიექტები, მიდგომა უნდა იყოს სხვა. ევროპაშიც ასე არის და დამატებითი ხორბლის შეძენის შემთხვევაში, იქ ხდება კვოტირება, პირველ რიგში უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ წარმოებას და შემოტანილმა ხორბალმა უბრალოდ უნდა შეავსოს მოთხოვნა.
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენს მთავრობას ფლირტი აქვს სოფლის მოსახლეობასთან და ეს ურთიერთობები არ არის მიმართული ხორბლის, კარტოფილის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასთან“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.